ინტერსტელარი

კრისტოფერ ნოლანის ახალი საიდუმლო პროექტი

ინტერნეტში კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის ”ინტერსტელარი” თიზერ-ტრეილერი გამოჩნდა.

”ბნელი რაინდის” ტრილოგიის, ”დასაწყისისა” და ”მემენტოს” რეჟისორი ჩვეულებისამებრ ტრეილერში ბევრს არაფერს ჰყვება და მაყურებელს მხოლოდ მინიშნებებს აძლევს. ”ინტერსტელარის” სიუჟეტი გასაიდუმლოებულია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნამუშევარი სამეცნიერო ფანტასტიკა იქნება, რომელიც ახლადაღმოჩენილ შავ ხვრელში ადამიანების მოგზაუობაზე მოგვითხრობს. შავი ხვრელი ფილმის მთავარ გმირებს კოსმოსში უზარმაზარი ნახტომებით გადაადგილების საშუალებას აძლევს.

ფილმში მთავარ როლებს მეთიუ მაკონაჰი, ჯესიკა ჩესტეინი, ქეისი აფლეკი, ენ ჰეტუეი და მაიკლ კეინი ასრულებენ.

”ინსტერსტელარი” 2014 წლის 5 ნოემბერს გამოვა. 

კომენტარები