ფოკუსი

ენერგეტიკული კრიზისი/უსახლკაროები

ენერგეტიკული კრიზისი ქვეყანაში რამდენიმე დღეა გრძელდება. დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. განსაკუთრებით დაზარალდა აჭარა. ბათუმს 5 დღეა ელექტროენერგია ეზღუდება, აჭარის მთის სოფელები კი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილნი. რატომ ვერ მოგვარდა კრიზისი აქამდე და რა უნდა გაკეთდეს მომავალში მისი თავიდან ასაცილებლად? ამ თემებზე ჩვენს სტუმრებთან სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრ ზურაბ ეზუგბაიასთან და ენერგეტიკოს არჩილ მამათელაშვილთან ვსაუბრობთ. ასევე გადაცემაში აჭარიდან გვერთვება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.
გადაცემის მეორე ბლოკში თბილისის მერიიდან მამუკა ქაცარავა და ზურაბ უტიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროდან უსახლკარო ადამიანების პრობლემებსა და თავშესაფრების შესახებ საუბრობენ.

კომენტარები