ფოკუსი

სასჯელაღსრულების სისტემა/უკანონო მოსმენები

სახალხო დამცველმა 2013 წლის ადამიანის უფლებების ანგარიში წარმოადგინა. მასში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია პენიტენციურ სისტემაზეც - ომბუდსმენი ამბობს, რომ სისტემაში გაიზარდა ე.წ. მაყურებლების როლი, ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩება სამედიცინო მომსახურებაც. ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ჩვენ კითხვებს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე პასუხობს.
გადაცემის მეორე ნაწილში - არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 ათასი აბონენტის მოსმენა მობილური ოპერატორების გვერდით ავლით შეუძლია. ჩვენი სტუმრები არიან ეკა ბოკუჩავა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან და ეკა ფოფხაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, ასევე პარლამენტიდან გვერთვება დეპუტატი თამარ კორძაია.

კომენტარები