აქცია აფხაზეთის მთავრობასთან

აფხაზეთის მთავრობის თანამშრომლები სამსახურიდან მასობრივ დათხოვნაზე საუბრობენ

აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის თანამშრომლები სტრუქტურაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლების გათავისუფლებას აპტოტესტებენ. მოთხოვნები მათ დღეს საპროტესტო აქციაზე წარმოადგინეს.

აფხაზეთის მთავრობის ჯერ კიდევ მოქმედი თანამშრომლები ამბობენ, რომ უკვე დაახლოებით 250 ადამიანი უმიზეზოდ სამსახურებიდან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა  თქმით, ინფორმაცია უწყებაში 4 სამინისტროს ლიკვიდაციის შესახებ,  არასწორია. მათივე განცხადებით, მთავრობაში კადრების დანიშვნა კონკურსის წესით არ ხდება. 

"აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი ნარჩუნდება, ანუ არანაირი ობიექტური საფუძველი რომ მოხდეს თანამშრომლების ასეთი მასობრივი განთავისუფლება არ არსებობს. თუ საუბარია ოპტიმიზაციის პროცესზე, ეს შეიძლება განხორციელდეს ცივილიზებული, დადგენილი სამართლებრივი ნორმებით," - განაცხადა განსაკუთრებულ საქმეთა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის უფროსმა დავით ზაქარაიამ.

კომენტარები