რუსეთის ეკონომიკური ზრდა

პუტინი ეკონომიკური ზრდის შენელების გამო, რუსეთის მთავრობას აკრიტიკებს

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეკონომიკური ზრდის შენელების გამო მთავრობას აკრიტიკებს. პუტინის თქმით, ეკონომიკური დაღმასვლა ქვეყნის შიდა ფაქტორებმა გამოიწვია.

"ეკონომიკური ზრდის შენელების ძირითადი მიზეზი არა საგარეო, არამედ შიდა ფაქტორებითაა განპირობებული. თუ შეხედავთ მშპ-ს, აქ ყველაფერი კარგად არის და ჩვენ მსოფლიო ეკონომიკის ხუთეულში ვართ, მაგრამ თუ ნახავთ ისეთ ძირეულ ინდიკატორებს, როგორიც არის შრომის პროდუქტიულობა, ჩვენ ჩამოვრჩებით მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს", - აცხადებს პუტინი.

აქამდე, რუსეთის ეკონომიკური დაღმასვლის მიზეზად, ვლადიმირ პუტინი სუსტ გლობალურ გარემოპირობებს ასახელებდა.

ოფიციალური პროგნოზებით, რუსეთის ეკონომიკის 2.5-პროცენტიან ზრდას ელოდებიან.

კომენტარები