ჰომოფობიური კანონი

ინდოეთში სასამართლომ ჰომოსექსუალური კავშირების ამკრძალავი კანონი აღადგინა

ჰომოსექსუალური კავშირისთვის შესაძლოა პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს. ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ჰომოსექსუალური კავშირების ამკრძალავი კანონი აღადგინა.

ზემოაღნიშნული კანონი 2009 წელს ინდოეთის დაბალი ინსტანციის სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ დადგენილება 2013 წლის 11 დეკემბერს გააუქმა და ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება ძალაში დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ინდოეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

კომენტარები