სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

Der Spiegel: გერმანიის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს

იოაჰიმ გაუკი, გერმანიის პრეზიდენტი
vorwaerts.de

გერმანული ჟურნალ Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი 2014 წლის თებერვალში რუსეთში სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრებას პროტესტის ნიშნად არ აპირებს. 

როგორც Der Spiegel წერს, იოაჰიმ გაუკის ბოიკოტის მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და ოპოზიციის შევიწროვება გახდა. გერმანიის პრეზიდენტის, ისევე როგორც არაერთი ათლეტის პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთში რამდენიმე თვის წინ მიღებული კანონია, რომელიც "ჰომოსექსუალობის პროპაგანდას" კრძალავს.

Der Spiegel-ის ცნობით, იოაჰიმ გაუკის მიერ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტი არ არის გერმანელი სპორტსმენებისადმი გამოხატული უპატივცემულობა. პრეზიდენტი ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, მიუნხენში შეხვდება.

იოაჰიმ გაუკი ცნობილია თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით რუსეთის ხელისუფლებისადმი. 2012 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდგომ ის ოფიციალური ვიზიტით ერთელაც არ წვევია რუსეთის ფედერაციას, 2012 წლის ივნისში ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა კი გადატვირთული გრაფიკის მოტივით ჩაშალა.

კომენტარები