ნარმანია: კოდექსთან დაკავშირებით უმცირესობის მოსაზრებები ანულირებულია

კოდექსთან დაკავშირებით ზოგიერთი ნორმა იქნა დაკორექტირებული, აქედან გამომდინარე ის საკითხები, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები სვამენ, დიდწილად ანულირებულია. რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია მათი გათვალისწინება, შესაბამისად არგუმენტირებულად წარმოვადგენთ, თუ რატომ არ უნდა იქნას ისინი გათვალისწინებული. ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ძალიან კრიტიკულადაა განწყობილი ამ საკითხის მიმართ, ბოლო წლებში, საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამებში მომხრეები იყვნენ თვითმმართველობის რეფორმა გატარებულიყო

აცხადებს რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით

კომენტარები