მიხეილ ახვლედიანი

ახვლედიანი: სპორტის სამინისტრო ფედერაციებს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა

მიხეილ ახვლედიანი

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ ახვლედიანმა, ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში განაცხადა რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სპორტულ ფედერაციებს იმ შემთხვევაში თუ წესდებებს კანონის შესაბამისობაში არ მოიყვანენ, დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. ეს განცხადება ახვლედიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საუბარი კალათბურთის ფედერაციის წესდებას შეეხო, რომელსაც ის გაუმართავად და ფიბასთან (კალათბურთის საერთაშორისო ასოციაცია) შეუსაბამოდ მიიჩნევს. მიხეილ ახვლედიანის თქმით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აქვს ბერკეტები, რომ კალათბურთის ფედერაციას წესდების დარეგულირება მოსთხოვოს.

"სამი დღის წინ, სამინისტროს ჰქონდა შეხვედრა დაახლოებით 60 ფედერაციასთან, რატომღაც ეს შეხვედრა არ გახმაურდა. სამინისტრომ კატეგორიულად მოთხოვა ყველა ფედერაციას, მოეყვანათ წესდებები წესრიგში საერთაშორისო ფედერაციებთან. იქვე გაჟღერდა, რომ თუ ასე არ მოხდება, შეიძლება გადაიხადოს მათი დაფინანსების საკითხი," - განაცხადა მიხეილ ახვლედიანმა.

კომენტარები