მონარქიის აღდგენა საქართველოში

ACT-ის კვლევით, კონსტიტუციური მონარქიის დამყარებას თბილისელთა 37% ემხრობა

ACT-ის კვლევის შედეგები

კვლევითმა ორგანიზაცია ACT-მ თბილისში საზოგადოებრივი კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ თბილისში მცხოვრებთა 37% საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარების მომხრეა, თუმცა, თბილისის მოსახლეობის ნახევარი მმართველობის ამ სისტემის წინააღმდეგია.

ACT-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2013 წლის ნოემბერში. რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე, სატელეფონო ინტერვიურებით გამოიკითხა თბილისის 405 ზრდასრული მაცხოვრებელი. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია თბილისელთა დამოკიდებულება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ყველაზე მეტად კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას 35-44 წლის თბილისელები ეწინააღმდეგებიან (69%). მონარქიის აღდგენას ყველაზე მეტად კი 18-24 წლის (39%) და 25-34 წლის (46%) ახალგაზრდები უჭერენ მხარს.

კომენტარები