პუტინი: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რევოლუცია კი არა, პოგრომია

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არ შეიძლება აღწერო, როგორც რევოლუცია, არამედ როგორც პოგრომი. მისი თქმით, მასობრივი დემონსტრაციები კავშირში არ არის უკრაინის გადაწყვეტილებასთან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პროცესის შეჩერების შესახებ.

"შიდა პოლიტიკური პროცესები არის ოპოზიციის მცდელობა შეარყიოს ლეგიტიმური ხელისუფლება ქვეყანაში." - თქვა პუტინმა. მისი აზრით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

უკრაინაში დემონტრაციები გრძელდება. მომიტინგეები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

კომენტარები