აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ჯონ კერი: საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

telegraph.co.uk

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსა და მოლდოვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მხარს უჭერს და ულოცავს ამ ქვეყნებს, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე მიღწეულ ისტორიულ პროგრესს, ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძიერებას. კერის განცხადებით, შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერას

"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსა და მოლდოვას მთავრობების მხარდაჭერას, რადგან მათ საფუძველი ჩაუყარეს ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის უკეთეს, აყვავებულ მომავალს," - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები