დევნილთა მოწმობა

შესაძლოა, 40 000-მდე დევნილის მოწმობა არასამართლებრივად გაცემული აღმოჩნდეს

radiotavisupleba.ge

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის თქმით, შესაძლოა, 40 000-მდე დევნილის მოწმობა არასამართლებრივად გაცემული აღმოჩნდეს.

დარახველიძემ იმ სავარაუდო დარღვევებსა და სამართლებრივ გადაცდომებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ახალი რეგისტრაციის შედეგად ვლინდება. დევნილთა რეგისტაცია 1 აგვისტოს დაიწყო და 27 დეკემბერს დასრულდება.

"სხვაობა უკვე გვაქვს - 30 ათასი. რეგისტრაციის პროცესი თბილისში დასასრულებელია, სხვაგან ყველგან დასრულდა. ნაკადმა იკლო და აქტიურმა ფაზამ ჩაიარა. 90 ათასამდე დევნილს რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლია. არსებობს ალბათობა, რომ 30-ათასიანი სხვაობა გაიზრდება. 40 ათასამდე დევნილის მოწმობა შეიძლება გაცემული აღმოჩნდეს არასამართლიანად. 4 მილიონ ლარამდე დალექილია "ლიბერთი ბანკის" ანგარიშზე - ეს არის გაურკვეველი და უკან არ ბრუნდება. რეგისტრაციამ აჩვენა, რომ 500-ზე მეტი პირია, ვისაც ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვს და ელემენტარულ კითხვებს ვერ პასუხობს, თუ სად სწავლობდა, მეზობელი ვინ ჰყავდა და ასე შემდეგ, ანუ 500-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე საერთოდ არ იყო მუდმივი მცხოვრები, მაგრამ იმ საბიუჯეტშო თანხებში, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ზომით იყო განსაზღვრული, ჩართულია. 160-ის პირადი საქმე გადაცემულია პროკურატურისთვის", - თქვა დარახველიძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

დავით დარახველიძემ დღეს პარლამენტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ კანონპროექტი წარადგინა.

კომენტარები