უკრაინა

კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე ცოცხალი ჯაჭვის აქცია დაიწყო

AP

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ცოცხალი ჯაჭვის აქცია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებლობის მონუმენტთან ცოცხალ ჯაჭვში ჩასაბმელად 5 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მონაწილეები კიევიდან პოლონეთის საზღვრამდე აპირებენ ჯაჭვის გავლებას.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მარშრუტის სიგრძე 625 კილომეტრი იქნება. ცოცხალი ჯაჭვის ძირითადი ცენტრები კიევი-ჟიტომირი-როვნო-ლვოვი-პერემიშლი იქნება. ორგანიზატორების ცნობით, ამ მასშტაბის ცოცხალი ჯაჭვისთვის დაახლოებით 520 ათასი ადამიანია საჭირო.

ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა აქციის პარალელურად, კიევის ევროპის მოედანზე, რეგიონების პარტიის კონტრაქცია იმართება, რომლის 10 ათასამდე მონაწილე უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდასაჭერად შეიკრიბა.

კომენტარები