ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

ქვეითად მოსიარულეები 3-ის ნაცვლად, 10 ლარით დაჯარიმდებიან

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

ქვეითად მოსიარულეები და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები მოძრაობის წესების დარღვევის გამო 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით დაჯარიმდებიან.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. პარლამენტმა პროექტი უკვე დაამტკიცა.

აქამდე მოქმედი კანონით, ქვეითად მოსიარულის, ველოსიპედისტის, მზიდავის და გზით მოსარგებლე სხვა პირის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულვებელყოფა ჯარიმას 3 ლარის ოდენობით იწვევდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე დაწესებული ჯარიმები განახევრდა. ხაზის გადაკვეთისთვის მძღოლი 100 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება. ასევე განახევრდა ჯარიმა წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევებში და მისი ოდენობა 200-დან 100 ლარამდე შემცირდა.

 

კომენტარები