რელიგიის თავისუფლება

იეჰოვას მოწმეებს გორის რაიონში სახლის მშენებლობას უშლიან

იეჰოვას მოწმეები
tolerantoba.ge

გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში მოსახლეობის ნაწილი იეჰოვას მოწმეთა სახლის მშენებლობას ეწინააღმდეგება. სოფლის მცხოვრებთა ნაწილმა ხელმოწერები შეაგროვა და ხელისუფლებას მიმართა, თუმცა მშენებლობა გრძელდება. მართლმადიდებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ადგილ ხალხმრავალი შეკრებებისთვის მიზანშეუწონელია. ქრისტიანთა ნაწილი აღნიშნავს, რომ თუ მშენებლობა არ შეჩერდება, პროტესტის ყველა ფორმას მიმართავენ.

ტაბულა იეჰოვას მოწმეთა ადვოკატს დაუკავშირდა. მისი თქმით, იურიდიული დოკუმენტაცია წესრიგშია და სამართალდამცავებმა კანონშესაბამისად უნდა იმოქმედონ.

”სახლი შენდება, საცხოვრებელი სახლი. იეჰოვას მოწმეები არიან მესაკუთრეები, თანაც იმ სოფელში არიან სხვა იეჰოვას მოწმეები, რელიგიურ შეხვედრებსაც ატარებენ სხვა კერძო სახლში. რადგან ისინი ეხმარებიან სახლის მშენებლობაში, არ ვიცი როგორ აღიქვეს ადგილობრივებმა ან რისი შეეშინდათ. ადრეც იყო, რამდენიმე კვირის წინ უკმაყოფილება. მეზობელი ამბობს, რომ რელიგიის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მას უშლის ხელს მანქანის მოძრაობა, საშენი მასალა ხომ, ბუნებრივია, უნდა მიიტანონ მშენებლობისას. შევხვდი ამ ადამიანს და თითქოს მეგობრულად დავშორდით, თუმცა უკვე დღეს ისევ ამ პიროვნებამ, დაინახა, რომ მოიტანეს ქვიშა, ცოტა მანქანამ გაიარ-გამოიარა და ატეხა ამბავი - აი, ხომ გეუბნებოდითო და დაიწყო მთელი რიგი შეურაცხყოფები რელიგიური ნიშნით. შემდეგ ხალხი შეკრიბა იქ. კონფრონტაციისთვის რომ აგვერიდებინა თავი, გამოვიძახეთ პოლიცია. იეჰოვას მოწმეებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ჩვენ გვაქვს ნებართვა მშენებლობაზე და აბა, საშენი მასალა თუ არ მივიტანეთ, რანაირად აშენდება”, - აღნიშნავს ციმინტია.

კომენტარები