სახალხოდ ჩაქოლვის აღდგენა

ავღანეთის მთავრობა სახალხო ჩაქოლვის აღდგენის ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი
REUTERS

ავღანეთის იუსტიციის სამინისტრო სახალხო ჩაქოლვით ადამიანების სიკვდილით დასჯის აღდგენის ინიციატივით გამოდის.

”ქალი და მამაკაცი, რომელიც მეუღლეს უღალატებს ჩაქოლვით ან გაროზგვით უნდა დაისაჯოს” - ნათქვამია კანონპროექტის მონახაზში და ასევე ხაზგასმულია, რომ ჩაქოლვა აუცილებლად სახალხოდ უნდა მოხდეს.

თალიბანის მმართველობის დასრულების შემდეგ ჩაქოლვა, როგორც დასჯის ამორალური და არაცივილური ფორმა 12 წლის წინ ავღანეთში გაუქმდა და მისი აღდგენის ინიციატივას დასავლეთი უარყოფითად ხვდება.  ”პრეზიდენტი კარზაი ვალდებულია ადამიანის უფლებები მინიმალურად მაინც დაიცვას და ამ შემოთავაზებაზე უარი თქვას” - განაცხადა ბრედ ადამსმა Human Rights Watch-ის აზიის დირექტორმა.

 

კომენტარები