კოალიცია ქართული ოცნება

დედაქალაქის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან დავით ნარმანია იქნება

mrdi.gov.ge

კოალიცია ქართული ოცნების პრესსამსახურის ცნობით, კოალიციის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მერის კანდიდატად საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია წამოაყენოს.

კოალიციამ პოლიტსაბჭოს მორიგი შეხვედრა გუშინ გამართა და აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ იქ მიიღეს. პრესსამსახურის ცნობის კოალიციის ლიდერებმა თვითმმართველობის რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

სამინისტროს საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ნარმანიას ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

განათლება

2002 – 2005 ასპირანტურა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი (2006)

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: "სექტორული ეკონომიკა (მრეწველობა)".

2000 – 2002 ეკონომიკის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერის კვალიფიკაცია (2002 წ.). ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, ,,საერთაშორისო ბიზნესის მართვის" სპეციალობა.

1996 – 2000 ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მენეჯერის კვალიფიკაცია (2000 წ.) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, ,,საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვის" სპეციალობა.

სამსახურეობრივი საქმიანობა

01/2009 – დღემდე აღმასრულებელი დირექტორი, "კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი" - CIESR.

01/2008 – 12/2009 კვლევითი განყოფილების უფროსი, "საკონსულტაციო-ანალიტიკური ტრენინგ-ცენტრი".

01/2006 – 12/2007 გამგეობის თავმჯდომარე, "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია".

05/2005 – 01/2006 უფროსი ბიზნეს-კონსულტანტი, "პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი" - CERMA.

01/2005 – 01/2006 გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია".

04/2004 – 12/2005 გენერალური დირექტორი, კომპანია "ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი".

07/2003 – 04/2004 საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი, "საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტი".

03/2001 – 07/2003 უფროსი სპეციალისტი და სამინისტროს სათათბირო ორგანოს მდივანი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროები.

01/1999 – 02/2001 ეკონომიკური განათლების პროგრამის კოორდინატორი, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია.

გამოცდილება

07-25.02/2011 ინდოეთის ტექნიკური და თანამშრომლობის (ITEC) ტრენინგ-პროგრამა: ფინანსური მენეჯმენტი, სამთავრობო ანგარიშებისა და ფინანსების ინსტიტუტი (INGAF), ფინანსთა სამინისტრო, ნიუ-დელი, ინდოეთი.

04-07/2010 ეკონომიკური ექსპერტი, ჟურნალი „ექსპერტი", The Economist-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

01/2009 – 09/2009 ,,თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის კოორდინატორი.

10/2007 – 12/2007

10/2008 – 12/2008 სამეცნიერო სტაჟირება გერმანიის აკადემიური გაცვლების საბჭოს (DAAD) პროგრამით - გერმანია, პოცდამის უნივერსიტეტის ფინანსურ მეცნიერაბათა კათედრა.

11/2008 ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური კონტროლის მექანიზმები და პერსპექტივები საქართველოში, მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე, ქ. თბილისი, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება - GTZ.

09/2007 უსაფრთხოების გაუმჯობესება და ტრანზიტის მომსახურენა საქართველოს პორტებში, პრეზენტაცია საერთაშორისო კონფერენციაზე ქ. ჰელსინკში (ფინეთი), OSCE.

05/2006 – 10/2006 საბჭოს კოორდინატორი, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიცია "საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის".

07/2006 საბანკო, სადაზღვევო და საჯარო სექტორი: ემპირიული გამოცდილება და პოლიტიკის მართვა" - გერმანია, პოcდამის საზაფხულო აკადემია.

2004 – 2005 ექსპერტი ფინანსურ და ქონებრივ საკითხებში, "საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის და ხელისუფლების დონეებს შორის ადმინისტრაციული, ფინანსური, ქონებრივი და სამართლებრივი უფლებამოსილებების გამიჯვნის კონცეპტუალური მოდელი", საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია.

10-11/2005 საბაჟო სასაზღვრო ბარიერები, სხვა დაბრკოლებები და დაგეგმილი რეფორმები, მოხსენება საერთაშორისო კონფერენციებზე, ქ. ბაქო (აზერბაიჯანი) და დუშანბე (ტაჯიკეთი), OSCE.

06/2004 ფისკალური დეცენტრალიზაციის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - თურქეთი, ბოდრუმი, პრეზენტაცია: ფისკალური გამოთანაბრება საქართველოში, OSI.

08/2004 სემინარ-ტრეინინგები: სამოქალაქო ინტერესების დაცვა და წარმატებული კოალიციების საქმიანობა - სლოვაკეთი, ბრატისლავა, Partners Slovakia.

07/2003 – 09/2005 კოალიციური პროექტის "მმართველობის გაუმჯობესების კამპანია სოციალური დაცვის სფეროში" კოორდინატორი, Save The Children და საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტი.

2001 – 2002 პროფესიონალი ექსპერტი, USAID-ის კონტრაქტორი დამოუკიდებელი ეკონომიკური და სოციალური კვლევების ორგანიზაცია The Urban Institute, USAID, KPMG Consulting, სემინარ-ტრეინინგები: ბიუჯეტი და თანამედროვე ფინანსური მენეჯმენტი.

2001 – 2002 ეკონომიკური ექსპერტი, "სახელმწიფო შესყიდვების უცხოური გამოცდილება და საქართველოში მიმდინარე შესყიდვების რეფორმა", World Bank.

2000 – 2001 სტაჟირება, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა და ინვესტიციების დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.

1999 – 2000 სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირის საფაკულტეტო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამეცნიერო-ანალიტიკური კვლევები და საქმიანობა

1999 - 2010 24 სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი და 34 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი.

09/2004 – 02/2007 მოწვეული პროფესორი საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA.

02/2007 – 09/2009 სრული პროფესორი საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA.

09/2009 - დღემდე ასოცირებული პროფესორი, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის გამგის მ/შ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

09/2006 – 09/2008 ასისტენტ-პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2005 - 2006 მოწვეული, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2008-2009 1 სადისერტაციო ნაშრომის და 8 სახელმძღვანელოს რეცენზენტი.

2007-2010 21 კონფერენციის მონაწილე (მ.შ. 7 საერთაშორისო), 3 კონფერენციის ორგანიზატორი.

09/2010-02/2011 საერთაშორისო ანალიტიკური კვლევა: ინსტიტუციონალური ჩარჩო გრძელვადიანი სოციალური დაცვით სარგებლობისათვის, კვლევა „ღია საზოგადოების ინსტიტუტის" (OSI) ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სერვისის რეფორმის ინიციატივის პროგრამის ფარგლებში (პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ლიტვა, სლოვაკეთი, საფრანგეთი, უკრაინა, სერბია, შვედეთი, საქართველო).

2010 ანალიტიკური კვლევა: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთს შორის (არსებული პრობლემები და გამოწვევები), Care International კავკასიაში.

2010 ანალიტიკური კვლევა: მიგრაცია საქართველოში (თანაავტორი), საქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაცია, ILO.

2010 ანალიტიკური კვლევა: პოლიტიკური პარტიების სოციალ-ეკონომიკური პროგრამების მიმოხილვა (თანაავტორი), FES.

2010 ანალიტიკური კვლევა: ადგილობრივი თვითმმართველობის სტანდარტები საქართველოში (CIESR).

2009 ანალიტიკური კვლევა: ,,ადგილობრივი თვითმმართველობების ხარჯვითი პოლიტიკა საქართველოში", კვლევთი ჯგუფის ხელმძღვანელი, გერმანიის ტექნიკური თანაშმრომლობის საზოგადოება, GTZ.

2009 ანალიტიკური კვლევა: ,,დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების საქმიანობა საქართველოში, კვლევის თანაავტორი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, FES.

2009 საკანონმდებლო კვლევა: „თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისობა "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპული ქარტიასთან", კვლევის თანაავტორი, ურბანული ინსტიტუტი, The Urban Institute, USAID.

2009 დამხმარე სახელძღვანელო: „საზოგადოებრივი ადმინისტრირება" - თანაავტორი.

2008 ანალიტიკური კვლევა: ,,ფისკალური დეცენტრალიზაცია საქართველოში", კვლევის ავტორი, გერმანიის ტექნიკური თანაშმრომლობის საზოგადოება, GTZ.

2008 საკანონმდებლო კვლევა: „დასკვნა საქართველოს კანონის პროექტზე "საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე", ავტორი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, CSI.

2008 ანალიტიკური კვლევა: „გორის ტურისტული პოტენციალის კვლევა", გორის მუნიციპალიტეტი.

2007 ანალიტიკური კვლევა: ,,ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში", კვლევის ავტორი, Care International.

2007 ანალიტიკური კვლევა: ,,ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის: რეგიონული ვაჭრობის განვითარება სამცხე-ჯავახეთში", კვლევის მონაწილე, Eurasia Foundation; UNDP.

01/2006 – 12/2008 სარედაქციო საბჭოს წევრი, ჟურნალი "ახალი ეკონომისტი".

2006 - 2009 თანარედაქტორი, "საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის წლიური ანგარიში", 2006, 2007, 2008, 2009-2010 წლები, ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო".

2002 სახელმძღვანელო: 'თანამედროვე ევროპა ციფრებში~ _ თანაგამომცემელი.

წიგნი: "ევროკავშირის ეკონომიკა" _ რედაქტორი.

ჯილდოები

ჯორჯ შულცის სახელობის სტიპენდია (1998/99 სასწ. წელი).
საქართველოს პრეზიდენტის ჯილდო ,,სტუდენტური დღეები 1999"-ის ეგიდით გამართულ სამეცნიერო კონფერენციებში II ადგილის მოპოვებისათვის.

კომენტარები