ვადამდე გათავისუფლება

დღეს, გიორგობის დღესასწაულზე 151 მსჯავრდებული გათავისუფლდება

დღეს, გიორგობის დღესასწაულზე, 23 ნოემბერს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 151 მსჯავრდებული დატოვებს. ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ დღეს მორიგი სხდომა სასჯელაღსრულების მეხუთე, რუსთავის ქალთა დაწესებულებაში გამართა.

როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიგა გიორგაძემ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განაცხადა, 700-მდე შუამდგომლობიდან, მხოლოდ 151 მსჯავრდებულის თხოვნა დაკმაყოფილდა. მათგან 13 ქალია, 1 არასრულწლოვანი, 7 მსჯავრდებულს კი სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.

კომისიის სხდომას ესწრებოდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძეც.

კომენტარები