ბიზნესი

ჩოჩელი: ყადაღა ხელს უშლის წარმოების განვითარებას

www.ambebi.ge

პროცესები, რომელიც ჩვენ ირგვლივ ვითარდება, ბიზნესის განვითარებაში გვიშლის ხელს. ამის შესახებ განცხადებას ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი აკეთებს. მისი თქმით, ბარამბოს შემთხვევაში დაყადაღებულია მიწა, რომელზეც ჩიფსების წარმოება უნდა აშენებულიყო. იგივე ხდება, მისი თქმით, ზედაზენთან დაკავშირებითაც. "როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესის განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ძალიან გვეშლება ხელი. რაც შეეხება პროცესს, ეს იყო შემოსავლების სამსახურის მიერ მოთხოვნილი და, შესაბამისად, სასამართლომ მეორე ინსტანციაში დააკმაყოფილა. ეს პროცესი ხელს უშლის წარმოების განვითარებას", - აცხადებს ჩოჩელი. 

ჩოჩელის განცხადებას შემოსავლების სამსახური გამოეხმაურა. უწყების წარმომადგენლის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ზედაზენშიც და ბარამბოშიც დაყადაღებულია საწარმოების ქონების ნაწილი - უძრავი ქონება. ამასთან, როგორც მოისწრაფიშვილი ამბობს, ამ ქონებას ყადაღა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით არ ადევს, რადგან ყადაღის მოთხოვნა დააყენა სასამართლომ და ეს მოთხოვნა განპირობებულია უზრუნველყოფის მიზნით.

მოისწრაფიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მოსამზადებელი სხდომები დასრულებულია, მთავარი სხდომა კი 10-11 დეკემბერს არის ჩანიშნული. 

კომენტარები