U2

U2 სამწლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერით დაბრუნდა

ირლანდიური ალტერნატიული როკბენდი U2 სამწლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერით დაბრუნდა.

Ordinary Love - ასე ჰქვია ბონოს და კომპანიის ახალ კომპოზიციას, რომელიც რეჟისორ ჯასტინ ჩადვიკის ბიოგრაფიული ფილმის, "მანდელა:გრძელი გზა თავისუფლებამდე" მთავარი საუნდტრეკი იქნება. ნამუშევარი მანდელას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს, აპარტეიდის რეჟიმთან ბრძოლისას მის გრძელ გზაზე თავისუფლებისაკენ. ნელსონ მანდელას როლს ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა ასრულებს. 

U2 ფილმის საუნდტრეკის გაკეთებას პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის თხოვნის შედეგად დათანხმდა. 

კომენტარები