უკრაინა

კიევში საპროტესტო გამოსვლები იწყება

pravda.com.ua

კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე გვიან საღამოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქციაზე შეკრება დაიწყეს. ისინი პროტესტს გამოხატავენ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილების გამო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე.

უკრაინსკაია პრავდას ცნობით, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე (თბილისის დროით 00:30) მოედანზე 300 ადამიანი მივიდა და აქციას ხალხი მუდმივად ემატება. ქალაქის ცენტრში ასევე პოლიციაა მობილიზებული.

აქცია სოციალური ქსელების მეშვეობით არის ორგანიზებული. ინიციატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ მოემზადონ ღამის გასათევად და თან იქონიონ თბილი ტანსაცმელი, საკვები და ქოლგები.

უკრაინულ ოპოზიციას ფართომასშტაბიანი აქცია 24 ნოემბრისთვის აქვს დაგეგმილი.

კომენტარები