ივანიშვილის წერილი - პოსტსკრიპტუმი

მინაშვილი: რიტორიკით, ქცევით, მოძრაობებით ცდილობენ, დაემსგავსონ ივანიშვილს

რადიო "თავისუფლება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება. მისი თქმით, ივანიშვილს სურს, კულუარებიდან მართოს სახელმწიფო და აირიდოს პასუხისმგებლობა.

”ეს იყო არჩეული ხელისუფლება და არჩეული ხელისუფლება მართავდა ქვეყანას. რაც არის დემოკრატიის მთავარი წესი. და ის, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, კულუარებიდან მართოს სახელმწიფო და ამავე დროს აირიდოს პასუხისმგებლობა, ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის მთავარ პრინციპს და სამწუხაროა, საქართველოს მთავრობა ამაში ეთანხმება. ნებისმიერი რიტორიკით, საუბრის მანერით, მოძრაობებით და ქცევით ერთ-ერთში ცდილობენ დაემსგავსონ ბიძინა ივანიშვილს”,- თქვა მინაშვილმა.

კომენტარები