საქართველოს საკანონმდებლო ორგანო

ქუცნაშვილი: პატრიარქის სიტყვებს გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე

ზაქარია ქუცნაშვილის Facebook-ის გვერდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი დარწმუნებულია, რომ პრემიერი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი მარგველაშვილი, ექსპრემიერ ივანიშვილს თავად სთხოვენ რჩევებს. ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ცდილობს დაარწმუნოს ”ამერიკული, ევროპული და ქართული საზოგადოების ნაწილი”, რომ მის მიერ ქვეყნის კულუარებიდან მართვის შესახებ შეხედულება აბსურდულია, ხოლო მისი გავლენა, რომლის გაზრდაზე ზრუნვასაც ის აპირებს, იქნება სამოქალაქო ხასიათის და მაშასადამე - დემოკრატიის ხელშემწყობი. 

"სხვადასხვა რაღაცა არის, როცა გადამდგარი პიროვნება მოითხოვს და სულ სხვა რამაა, როცა მოქმედი პრემიერი ან პრეზიდენტი ითხოვს. აქედან გამომდინარე, მე ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ და ვფიქრობ, ჭკვიანი მმართველი ყოველთვის უნდა ცდილობდეს რაც შეიძლება ბევრი ადამიანისგან მიიღოს რჩევა. მით უმეტეს, ასეთი მაღალი ავტორიტეტის და გავლენის მატარებელი პიროვნებისგან... მეორე მხრივ, გავლენის მატარებელი ადამიანები ქმნიან სწორედ წარმატებულ საზოგადოებას. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს გავლენის მატარებელი ადამიანების, პირიქით, უნდა მივისწრაფვოდეთ იქითკენ, რომ ძალიან ბევრი ავტორიტეტი და გავლენის მატარებელი პირი გვყავდეს.

ფორმალური ნიშნით რომ ავიღოთ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი არც საქართველოს მმართველი არ არის, არც რაიმე საზოგადო და პოლიტიკური თანამდებობის მატარებელი საქართველოს ხელისუფლებაში, მაგრამ მის შეფასებებს მთელ რიგ საკითხებზე აქვს ძალიან გავლენის მატარებელი შედეგი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საერთოდ არ გახლავთ საერო პირი, მაგრამ იმდენად მაღალი აქვს მორალური ავტორიტეტი, რომ მის სიტყვებს გავლენა აქვს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები