თბილისის მერია

გიგი უგულავა: მზად ვარ ვითანამშრომლო თითოეულ სამინისტროსთან

თბილისის მერი გიგი უგულავა ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. როგორც უგულავამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, ის ყოველთვის მზად იყო, თითოეულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ეთანამშრომლა წინა მთავრობასთანაც, თუმცა, მინისტრთა კაბინეტისგან ამის მზადყოფნა ვერ დაინახა.

"არის რამდენიმე მწვავე საკითხი, რომელიც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის. პირველ რიგში, მე განვაახლებ ახალ მთავრობასთან კონსულტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის ტრანსფერი და შესაბამისად, თბილისის ბიუჯეტი 50 მილიონით არ შემცირდეს. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ დავიწყოთ საქმიანი საუბარი შეჩერებული შემოვლითი რკინიგზის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხიც, ჩემი აზრით, პოლიტიკური კონიუნქტურის გამოა გაჩერებული და არანაირი დასაბუთება არ აქვს იმას, რომ გაკეთებული საქმის 70% ჩაიყაროს წყალში. გარდა ამისა, არის მთელი რიგი მიმდინარე, კონკრეტული საკითხები, რომლებიც თბილისელებს პრობლემებს მოუხსნის და და არა - შეუქმნის. ამ საკითხებზე, ბუნებრივია, რომ მე მზად ვარ ვითანამშრომლო თითოეულ სამინისტროსთან, ისევე როგორც მზად ვიყავი აქამდე, თუმცა, ვერ ვხედავდი ამის მზადყოფნას ცენტრალური მთავრობისგან. თუ ეს დამოკიდებულება თბილისის მიმართ შეიცვლება, მე მხოლოდ მივესალმები", - განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები