ყველაზე შემოსავლიანი მუსიკოსები

მადონა 2013 წლის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკოსია

მადონა წლის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკოსია. პოპის დედოფალმა 2013 წელს 125 მილიონი დოლარი გააკეთა, რაც მისი მსოფლიო ტურნეს (MDNA) დიდი დამსახურებაა. მადონას კონცერტების შემოსავალმა 305 მილიონი დოლარი შეადგინა.

Forbes-ის წლის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკოსების სიაში, მეორე ადგილზე Lady Gaga გავიდა. მუსიკოსმა 2013-ში 80 მილიონი იშოვა, თუმცა ექსპერტების აზრით, რომ არა გაგას ფეხის ტრამვა, რამაც მისი მსოფლიო ტურნე შეაჩერა, მომღერალი წელს მინიმუმ 200 მილიონით გამდიდრდებოდა.

მესამე ადგილზე ამერიკელი მომღერალი ბონ ჯოვია, რომლის წლიურმა შემოსავალმა 79 მილიონს მიაღწია. მეოთხეზე ამერიკელების ფავორიტი ქანთრი შემსრულებელი ტობი კიტი გავიდა, მეხუთეზე კი ბენდი Coldplay, რომელმაც 64 მილიონს მოუყარა თავი.

Forbes-ის სიაში 2012 წლის პირველი ივნისიდან 2013 წლის პირველ ივნისამდე მიღებული შემოსავლებია ასახული. რომელიც გაყიდულ ალბომებს, კონცერტებიდან შემოსულ თანხებს, მუსიკოსების ბიზნესსაქმიანობის შედეგებს ითვლის. 

Forbes-ის ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. მადონა - 125 მილიონი დოლარი
  2. Lady Gaga - 80 მილიონი დოლარი
  3. ბონ ჯოვი - 79 მილიონი დოლარი
  4. ტობი კიტი - 65 მილიონი დოლარი
  5. Coldplay - 64 მილიონი დოლარი
  6. ჯასტინ ბიბერი - 58 მილიონი დოლარი
  7. ტეილორ სვიფტი - 55 მილიონი დოლარი
  8. ელტონ ჯონი - 54 მილიონი დოლარი
  9. ბიონსე - 53 მილიონი დოლარი
  10. კენი ჩესნი - 53 მილიონი დოლარი

კომენტარები