ფოკუსი

მომავალი პრემიერის შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან

დღეს საპარლამენტო უმცირესობის წინაშე პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგა, მინისტრობის კანდიდატებმა კი საკომიტეტო მოსმენებში მიიღეს მონაწილეობა. ახალ მთავრობას ნდობა ხვალ უნდა გამოუცხადონ. მის შემადგენლობაში პრემიერთან ერთად ახალი მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჭიკაიძეა. საკომიტეტო მოსმენისას საპარლამენტო უმცირესობას ყველაზე მეტი კითხვა სწორედ მისი მისამართით ჰქონდა, თუმცა მათ უმრავლესობას ჭიკაიძემ არ უპასუხა. სამაგიეროდ, ხანგრძლივი და დაძაბული გამოდგა კითხვა-პასუხი ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციას შორის.

დღევანდელ დღეს ჩვენს სტუმრებთან, ლევან თარხნიშვილთან და კახი კახიშვილთან ერთად ვაფასებთ. ქუთაისიდან კი ჩვენს კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები ირაკლი სესიაშვილი და პავლე კუბლაშვილი პასუხობენ.

კომენტარები