აფეთქება ბეირუთში

ბეირუთში ირანის საელჩოსთან აფეთქებების შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

bbc.co.uk

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ირანის საელჩოსთან აფეთქებების შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. აფეთქებებმა ახლო მდებარე შენობებიც დააზიანა. ამ დრომდე უცნობია, დაღუპულთა შორის არიან თუ არა საელჩოს თანამშრომლები. ლიბანური ტელევიზიების ცნობით, ირანის საელჩოში მყოფთაგან არავინ დაშავებულა, თუმცა ირანის მხრიდან  ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, ერთი ვერსიით, საელჩოსთან ორი რაკეტა ჩამოვარდა, მეორე ვერსიით კი - დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა.

კომენტარები