იულია ტიმოშენკოს საქმე

ეშტონი: იმედია, უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმებას ხელს მოაწერს

midnimo.com

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმებას ხელს მოაწერს. ამის შესახებ, ეშტონმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

”პრეზიდენტ იანუკოვიჩსა და პრეზიდენტ ბაროზოს შორის საუბარი საკმაოდ პროდუქტიული იყო. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვილნიუსის სამიტი წარმატებით ჩატარდეს და იმედი, რომ უკრაინა ასოცირების შეთანხმებას ხელს მოაწერს. ვფიქრობ, მოლაპარაკებები ევროკომისარ შტეფან ფულესა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის ამ მიზანზე იქნება ორიენტირებული”, - განაცხადა ეშტონმა.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა უკრაინა იყო. მათი განცხადებით, ვილნიუსის სამიტამდე დარჩენილი 10 დღე კიევმა პირობების შესასრულებლად უნდა გამოიყენოს. ერთ-ერთი უმთავრესი პირობა, რომელსაც ევროკავშირი კიევს უყენებს, ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებაა. გასულ კვირას უკრაინის რადაში ვერ მოხერხდა კენჭისყრა კანონპროექტზე, რითაც ტიმოშენკოს გერმანიაში სამკურნალოდ წასვლის საშუალება ეძლეოდა. პრეზიდენტ იანუკოვიჩის მომხრე პარლამენტარები აცხადებენ, რომ წინასწარი შეთანხმება ტიმოშენკოს საკითხზე არ არსებობს.

 

კომენტარები