მცირე ბიზნესი

კვირიკაშვილი: გვინდა შევქმნათ, მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტო

ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი
ეკონომიკის სამინისტროს ვებ-საიტი

ეკონომიკის სამინისტრო მცირე ბიზნესის განვითარებას მეწარმეებისა და მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს მეშვეობით აპირებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სააგენტო შესაბამის კომპანიებს არა მხოლოდ ტექნიკურ არამედ ფინანსურ მხარდაწერასაც გაუწევს.

”არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ინოვაციური იდეები აქვთ, მაგრამ ამ იდეების დაფინანსების ინსტიტუციონური მექანიზმები არ გააჩნიათ. არც ერთი ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დამწყებ ბიზნესებს არ აფინანსებს. სწორედ ეს საბაზრო ჩავარდნა გვინდა, რომ შევავსოთ, შევქმნათ სპეციალური სააგენტო, რომელიც სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 150 მილიონ ლარს დახარჯავს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. 

კომენტარები