თბილისის გრან პრი ძიუდოში

თბილისის გრან პრი ძიუდოში 2014 წლის 21-23 მარტს გაიმართება

msy.gov.ge

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა დაადასტურა, რომ თბილისში ძიუდოში გრანპრი გაიმართება. თარიღის დაკონკრეტება ვიზერის თბილისში ყოფნისას ვერ მოხერხდა, დღეს კი ცნობილი გახდა რომ გრან პრი 2014 წლის 21-23 მარტს გაიმართება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ცნობით, კონტრაქს მარიუს ვიზერმა ხელი თბილისში სტუმრობისას მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს დედაქალაქში ყოფნისას პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს შეხვდა.

კომენტარები