სენაკის საკრებულო

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან მეორედ გადააყენეს

smo.ge

სენაკის საკრებულოს უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა თანამდებობიდან გადააყენა. მურად შამათავა თანამდებობაზე ერთი კვირის წინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნდა, თუმცა საკრებულოს წევრებმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, კვლავ დააყენეს მისი იმპიჩმენტის საკითხი. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდობლობას უცხადებენ. 

შამათავას მხარდამჭერების განცხადებით კი, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მისაბიშვილის დაკვეთაა. 

ცნობისთვის, მურად შამათავა სენაკის საკრებულოს უმრავლესობამ თანამდებობიდან პირველად, 2013 წლის 14 ივნისს გადააყენა. 

კომენტარები