ზურაბიშვილის განცხადება

დავით ზურაბიშვილი ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

დავით ზურაბიშვილი
commersant.ge

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გვარამიამ განაცხადა, რომ 7 ნოემბერს სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა.

"გვარამიას ეს განცხადება შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 7 ნოემბერის მოვლენებს წარმართავდნენ. როდესაც სახელმწიფო ღალატს გაბრალებს ის ადამიანი, რომელიც იმ დროს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, სულ მცირე, ფაქტები და დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ის აპირებს, იურისტებს მიმართოს და საჭიროების შემთხვევაში გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. "ასეთ რაღაცეებზე წაყრუება არ შეიძლება, გვარამიას მხრიდან საჭიროა ბოდიშის მოხდა ან მისი განცხადების ფაქტებით გამყარება", - თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები