საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტმა უცხოურ დელეგაციებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

facebook.com/Margvelashvili?fref=ts

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ინაუგურაციის შემდეგ უცხოურ დელეგაციებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

გიორგი მარგველაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჯეიმს აპატურაისაც შეხვდა. მათ შეხვედრისას საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ხელისუფლება ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა ალიანსს კიდევ უფრო დაუახლოვდეთ.

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვთარების სააგენტოს დირექტორს რაჯივ შაჰს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, თომას მელიას შეხვდა. მათ და ქართველ ხალხს და მთავრობას ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაბარება მიულოცეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტი ეუთო-ს გენერალურ მდივან ლამბერტო ზანიერის შეხვდა. გენერალურმა მდივანმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საქმიანობაში შემდგომი წარმატებები უსურვა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გიორგი მარგველვილმა ასევე შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრემიერმინისტრთან არტურ რასიზადესთან, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან, ყაზახეთის ვიცეპრემიერ იერბოლ ორინბაევთან და უკრაინის ვიცეპრემიერ ოლექსანდრ ვიკულთან. პრეზიდენტი ყირგიზეთისა და რუმინეთის დელეგაციების წარმომადგნელბსაც შეხვდა.

კომენტარები