პრეზიდენტის ინაუგურაცია

გიგი უგულავა: ინაუგურაციაზე დასწრებას არ ვაპირებ

დედაქალაქის მერი გიგი უგულავა არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაში მონაწილეობას არ მიიღებს. უგულავას განცხადებით, თბილისის მერია ინაუგურაციის სამუშაოების მომზადებაში ინსტიტუციურად მონაწილეობს. 

"იმის გამო, რომ პატივს ვცემ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, მივულოცე ბატონ გიორგის. ინაუგურაციაზე დასწრებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ იმ ადამიანის ზეიმში, რომელსაც ვერ გაურჩევია ქვეყნის მტერი და მოყვარე, მე მონაწილეობა გამიჭირდება", - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც 17 ნოემბერს გაიმართება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც არ ესწრებიან. არასაპარლამენტო ოპოზიცია ინაუგურაციაზე არც მიუწვევიათ. ჯერჯერობით, უცნობია, დაესწრება თუ არა ცერემონიალს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები