პრეზიდენტის ინაუგურაცია

ენმ: ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიებაზე დასწრება შეუძლებლად მიგვაჩნია

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება. ამასთან დაკავშირებით, პარტიამ განცხადება გაავრცელა. 

"27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს გამარჯვება მიულოცა. ამით ჩვენ გამოვხატეთ პატივისცემა ამომრჩევლის მიმართ და გადავდგით ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკური ცხოვრების ცივილიზებული სტანდარტის შესაბამისია. სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ, პირველივე საჯარო განცხადებაში, არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, ხოლო პრემიერმა ივანიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს პირდაპირი შეურაცხყოფა მიაყენა და დაბალი პოლიტიკური კულტურა დასწამა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ პატივისცემას უკლებლივ ყველა ამომრჩევლის მიმართ, პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მაგრამ იმ პირობებში, როცა გამარჯვებული პოლიტიკური ძალა არა გაერთიანების, არამედ კონფრონტაციის სურვილითაა შეპყრობილი, როცა უკანონო პატიმრობაში რჩებიან ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო ათასობით მხარდამჭერი დაკითხვებისა და პოლიტიკური დევნის წნეხის ქვეშ არის, ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიებაზე დასწრება შეუძლებლად მიგვაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება. 

კომენტარები