მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება ფინეთის და ავსტრიის ლიდერებმა მიულოცეს

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა და ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ მიულოცეს.

"თქვენი აღმატებულებავ, მსურს გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტად არჩევის გამო. ნება მომეცით გამოვხატო ჩემი გულწრფელი იმედი, რომ თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში ურთიერთობა საქართველოსა და ავსტრიას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება. გისურვებთ საუკეთესოს თქვენი პირადი კეთილდღეობისათვის, ასევე წარმატებას თქვენი ყველა მნიშვნელოვანი ამოცანის მიღწევაში", - ნათქვამია ფიშერის წერილში.

"თქვენო აღმატებულებავ, მსურს გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს პრეზიდენტად თქვენი არჩევის გამო და გისურვოთ წარმატება თქვენს მაღალ პოსტზე", - წერია ნიინისტეს მილოცვაში.

გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა საუდის არაბეთის პრინცმა სალმან იბნ აბდულაზიზ ალ საუდმაც.

"გვირგვინოსანი პრინცი სალმან იბნ აბდულაზიზ ალ საუდი, ვიცეპრემიერი და თავდაცვის მინისტრი, ულოცავს გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. გვირგვინოსანი პრინცი პრეზიდენტს უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ქართველ ხალხს სტაბილურ პროგრესსა და კეთილდღეობას", - ნათქვამია წერილში.

მილოცვის სამივე ტექსტი გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

კომენტარები