საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე

ილია II: ვილოცოთ, რომ უფალმა ახალ ხელისუფლებას სიბრძნე და კეთილი გული მისცეს

საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს თქმით, საქართველო ახალი ცხოვრების წინაშე დგას. როგორც პატრიარქმა სვეტიცხოველში დღევანდელი ქადაგებისას აღნიშნა, ერთ კვირაში იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და საქართველოს ახალი ხელისუფლებაც შეუდგება საქმიანობას.

"ჩვენ უნდა აღვავლინოთ ლოცვები, რომ უფალმა მისცეს მათ სიბრძნე და გული კეთილი. თუ მათ ექნებათ სარწმუნოება და სიყვარული, სასოება, იმედი, ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა ილია მეორემ და თავმდაბლობის მნიშვნელობაზეც იქადაგა. პატრიარქის თქმით, როდესაც ადამიანი მაღალ წოდებას იღებს, მას თავმდაბლობა უნდა მიემატოს.

"თუ თავმდაბლობა არ იქნა, მაღალი წოდება ღუპავს ადამიანს", - აღნიშნა ილია მეორემ.

ახლადარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება. 

კომენტარები