ფოკუსი

მთავარი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი, თანამდებობიდან მიდის და პრემიერთან ერთად, სამოქალაქო სექტორში გადასვლას აპირებს. ჯერჯერობით, უცნობია, თუ ვინ შეცვლის კბილაშვილს მთავარი პროკურორის პოსტზე. ასევე უცნობია, სამართალდამცავი სისტემის კიდევ ერთი ხელმძღვანელის შინაგან საქმეთა მინისტრის ვინაობა. კბილაშვილის თქმით, თანამდებობას უთანხმოების გამო არ ტოვებს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმებთან დაკავშირებით მას და პრემიერს განსხვავებული მიდგომები აქვთ. იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს პროკურატურა, რას ნიშნავს კბილაშვილის თანამდებობიდან წასვლა და რას უნდა ველოდოთ მომავალში, სტუმრებთან, იურისტებთან - ოთარ კახიძესთან, გია გვილავასთან და ზაზა ხატიაშვილთან ერთად ვისაუბრეთ. ასევე, ვრცელი სიუჟეტი კბილაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე და მის ერთწლიან საქმიანობაზე.

კომენტარები