NBA

NBA-მ ზაზა ფაჩულია სიმულაციისთვის გააფრთხილა

ზაზა ფაჩულია ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ
sportall.ambebi.ge

NBA-ს ხელმძღვანელობა მოთამაშეების მხრიდან სიმულაციის ფაქტების აღმოფხვრისთვის ზომებს იღებს. ორშაბათს, ლიგამ გაფრთხილება ოთხ კალათბურთელს გაუგზავნა, რომლებიც სიმულაციის შემთხვევებში პარასკევი-კვირის თამაშებისას იყვნენ შემჩნეული. ეს კალათბურთელები არიან: მინესოტელი კევინ ლავი და გორი ბრიუერი, მილუოკელი ზაზა ფაჩულია და სან ანტონიოელი პეტი მაილსი. გაფრთხილება ასევე მიიღო ვაშინგტონელმა ჯონ უოლმა.

ზაზა ფაჩულიასთან დაკავშირებული ეპიზოდი პარასკევს, ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ გამართული მატჩისას მოხდა. ფაჩულიას სიმულაციის გამო, ბოსტონელი ჯარედ სალინჯერი დაჯარიმდა.

სიმულაციის შემთხვევაში, პირველ ჯერზე NBA გაფრთხილებით იფარგლება, განმეორების შემთხვევაში კი სპორტსმენი 5 000 დოლარით დაჯარიმდება.

კომენტარები