ვანო მერაბიშვილის საქმე

მაჭავარიანი: 26 მაისთან დაკავშირებით ეს არის შეთითხნილი ბრალდება

ka.wikipedia.org

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის აზრით, 26 მაისის საქმე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ "შეთითხნილი ბრალდებაა".

"ფაქტია, რომ 6 თვეა ვანო მერაბიშვილი ციხეშია და ამ 6 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერ შეძლო საქმე წარმოედგინა. მაისიდან აქამდე ვერ მოხდა საქმის წარდგენა. ამ ხნის განმავლობაში პროკურატურა საქმეს აკოწიწებდა. ჩვენი ინტერესია ეს პროცესი დროზე ჩაინიშნოს, ვინაიდან არანაირი საფუძველი და მტკიცებულება პროკურატურას არ გააჩნია ამ საქმესთან დაკავშირებით. ვანო მერაბიშვილი იყოს შს მინისტრი და იცავდა ქვეყანაში წესრიგსა და სტაბილურობას. სულ მალე ყველა დაინახავს ამ პროცესების მიმდინარეობისას, რომ 26 მაისთან დაკავშირებით ეს არის შეთითხნილი ბრალდება", - თქვა მაჭავარიანმა.

 

 

კომენტარები