აშშ-ის სატელეფონო მოსმენები

კერი: მოსმენებმა აშშ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებაზე გავლენა არ უნდა იქონიოს

telegraph.co.uk

აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შესახებ გაჩენილი კითხვები ამერიკა-ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა გახდეს - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ პოლონეთში ვიზიტის დროს ისაუბრა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება 11 ნოემბერსაა დაგეგმილი. კერის თქმით, ტრანსატლანტიკური სავაჭრო პარტნიორობა სხვა საკითხებისგან გამოყოფილი უნდა იყოს, რადგან ეს ორივე მხარის ეკონომიკის გაუმჯობესებას ემსახურება. სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკული მხარე მზადაა ევროპელ კოლეგებს უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებთან დაკავშირებულ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხი გასცეს.

მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის მიერ ევროპელი მაღალჩინოსნების სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით, ევროკავშირი შეერთებული შტატებისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს.

კომენტარები