საქართველოს 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონის ტიტულით თბილისში, დღეს გამთენიისას დაბრუნდა.
ლისაბონში გამართულ ტურნირზე ქართველმა მორაგბეებმა ყველა მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს, ჩემპიონატის ფინალში კი ბელგიის ნაკრებს 32:6 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით, 19-წლამდელმა ბორჯღალოსნებმა 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ალაფის საგზურიც მოიპოვეს, რომელიც 2013 წელს ჰონგ-კონგში გაიმართება.
დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ქართველ მორაგბეებსა და მწვრთნელებს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.
![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



