ჰობიტი

ჰობიტის მესამე, დასკვნითი ტრეილერი გამოვიდა

ჰობიტის გაგრძელების ფინალური, მესამე ტრეილერი გამოვიდა.

პიტერ ჯექსონის ტრილოგიის მეორე ნაწილი მოგვითხრობს ჰობიტი ბილბო ბეგინსის, გნომი თორინის და მათი 12 მეგობრის მოგზაურობას ერებორისკენ, სადაც ბილბოს უკანასკნელ ცოცხალ დრაკონთან სმაუგთან დაპირისპირება მოუწევს. ჯადოქარი გენდალფი კი დოლ გულდურიდან ნეკრომანსერის განდევნას შეეცდება, რომელიც სულ უფრო ძლიერდება. მირკვუდის ელფები მეფე თრანდუილისა ხელმძღვანელობით კი ორკების შემოტევის მოგერიებას შეეცდებიან.

ჯონ რუალ რონალდ ტოლკინის ლეგენდარული წიგნის ჰობიტის კინოეკრანიზაცია პიტერ ჯექსონმა სამ ფილმად გაყო. პირველმა ნამუშევარმა შემქმნელებს მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა. მეორე ფილმი წლის მთავარი ბლოკბასტერია და წინამორბედის შედეგის განმეორებას უწინასწარმეტყველებენ.

ჰობიტი 2 13 დეკემბერს გამოვა. 

კომენტარები