ფოკუსი

პრემიერობის კანდიდატი და ახალი პრეზიდენტი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება - სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრს ტოვებს საკუთარ მემკვიდრედ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თანამდებობიდან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პრემიერობის ერთი წლის თავზე წავა. ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ღარიბაშვილი ქართული ოცნების მთავრობის ის მინისტრია, რომელსაც გასული წლის მანძილზე მომხდარი ყველაზე მეტი რეზონანსული საქმე უკავშირდება. რით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას ირაკლი ღარიბაშვილმა - შს მინისტრობის ერთი წლის შეფასება ფოკუსში. ასევე: იმატა თუ იკლო კრიმინალმა - შეიტყვეთ, რაზე მეტყველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ბაზის მონაცემები, რომელიც ტაბულას მიაწოდეს. ახალი პრეზიდენტი, ახალი პრემიერი და მმართველობის ახალი მოდელი - ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ჩვენს სტუმრებთან, შალვა რამიშვილთან და მიშა მშვილდაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

კომენტარები