17 მაისს ვიყავით აგრესიის ობიექტი ლიბერალური იდეოლოგის მხრიდან, რომელიც შემოდის და ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანის ბედნიერებისა და უფლებების დროშის ქვეშ დაანგრიოს ოჯახის ინსტიტუტი... ამბობს , რომ ის, რომ მილიონობით ბავშვი ტირის იმის გამო, რომ მისი მშობლები შორდებიან; ის, რომ ასობით მილიონი ბავშვი დედის საშოში დანით იკვლება - ეს არის ადამიანის თავისუფალი არჩევანი და ნებისმიერი უწესობა და გარყვნილება არის ადამიანის უფლება. უფლებას ჩვენც ვაღიარებთ, მაგრამ [ისინი ამბობენ] მოდი, ახლა ვიზეიმოთ ეს უფლება! აღლუმები ჩავატროთ და ვისაც ეს ზეიმი არ გინდათ, შემოვალთ NATO-ს ჯარებით და გადაგივლით.