ეროვნული უშიშროების საბჭო

მარგველაშვილი: უშიშროების საბჭოს ფუნქციების გადანაწილებაზე ვმუშაობთ

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

ახლადარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციების პრეზიდენტსა და მთავრობას შორის გადანაწილებაზე მუშაობს. მისი თქმით, აუცილებელია, ეფექტურად იმუშაოს იმ სტრუქტურამ, რომელიც აქამდე თავიდან ბოლომდე პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ იყო.

"საქმე ის არის, რომ ახალ საკონსტიტუციო რეალობაში კრიზისული სიტუაციების ოპერატიული მართვა სწორედაც რომ მთავრობისა და პრემიერმინისტრის კომპეტენციაა. მეორე მხრივ, არსებობს კრიზისის პოლიტიკური მართვის საკითხი, სადაც კონსტიტუციის მიხედვით, გარკვეული კომპეტენციები პრეზიდენტს გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ ახალი რეალობიდან გამომდინარე, ვმუშაობთ ფუნქციათა გადანაწილებაზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები