მიუნხენში აღმოჩენილი ნახატები

გერმანიაში ცნობილი მხატვრების 1500-მდე ნახატი იპოვეს

huffingtonpost.co.uk

გერმანიაში, მიუნხენში კომელიუს გურლიტის ბინაში 1500-მდე ნახატი იპოვეს, რომლის საერთო ღირებულებაც თითქმის ერთი მილიარდი დოლარია.

პაბლო პიკასოს, ანრი მატისის, მარკ შაგალისა და სხვა არაერთი ცნობილი მხატვრის ნამუშევარს, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ნაცისტებმა კონფისკაცია გაუკეთეს.

გერმანული გაზეთის ფოკუსის თქმით, ნამუშევრები საგადასახადო პოლიციის თანამშრომლებმა 2011 წელს აღმოაჩინეს. საგადასახადოს თანამშრომლები ვინმე კომელიუს გურლიტით დაინტერესდნენ. გურლიტი კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა, არასოდეს უმუშავია, არც ჯანმრთელობის დაზღვევით ან პენსიით უსარგებლია. გურლიტის სახლი გადასახადებისგან თავის არიდების მოტივით გაჩხრიკეს, რის შედეგადაც მის ბინაში 1500-მდე ნახატი აღმოაჩინეს. როგორც შემდეგ გაირკვა, გურლიტს როცა ფული სჭირდებოდა ნახატებს ყიდდა და თავს ამით ირჩენდა.

 გურლიტის მამა არტ დილერი იყო, რომელიც ებრაელებისგან ნახატებს იაფად ყიდულობდა. ნაცისტებსაც კონფისკაციის შემდეგ ნახატები სწორედ მასთან მიჰქონდათ და გურლიტის მამა მსოფლიო შედევრებს სასაცილო ფასად ყიდულობდა. 

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ნაცისტები თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კონფისკაციას ხშირად ახდენდნენ, განსაკუთრებით, თუ მისი ავტორი ებრაელი იყო.

 

კომენტარები