ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენრტში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული კონსულტაციები დასრულდა. როგორც კონსულტაციების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა , ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატთან დაკავშირებით სრული ერთსულოვნება არსებობს.

ირაკლი ჩიქოვანმა ბიზნესცენტრი ცოტა ხნი წინ დატოვა. ბიზნესცენტრი ასევე დატოვა საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. მან ჟურნალისტებს ურჩია, რომ 15:30 ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, არასწორი იქნება პრემიერთან დაკავშირებით კანდიდატურის დასახელება, ვიდრე კანდიდატურა უმრავლესობასთან შეთანხმებული არ იქნება.
ამასთან, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში სამათვრობო ცვლილებების თემაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა 15.00 საათზე დაიწყება.

კომენტარები