პრეზიდენტის ინაუგურაცია

ფანჯიკიძე: პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რუსეთის დელეგაცია არ იქნება

ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ახლადარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს არ იწვევენ. ფანჯიკიძის განმარტებით, ამის მიზეზი ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობაა.

მისივე თქმით, 17 ნოემბრის ცერემონიაზე 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს ელოდებიან. ღონისძიების მხატვრულ მხარეზე კულტურის სამინისტრო, სამხედრო ნაწილზე კი, თავდაცვის სამინისტრო იზრუნებს.

ინაუგურაციის მორიგი დეტალები მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.

 

კომენტარები